02 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
აფეთქება ჭიათურის მაღაროში-დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში თბილისში გადმოიყვანეს

ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებული 2 ადამიანი თბილისში, ნიუ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ორივე მათგანი მძიმედ არის დაშავებული, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა თვალში აქვს მიყენებული. 

აფეთქება მაღაროში დღეს შუადღისთვის მოხდა. ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ შემთხვევა მაღაროზე მიმდინარე აფეთქებითი სამუშაოების დროს მოხდა. 16 კაფსულიდან მხოლოდ 1 არ აფეთქდა და როდესაც მაღაროს თანამშრომლები ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდნენ, კაფსულა სწორედ მაშინ ამოქმედდა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

დღის ამბები