20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია ოკუპანტების მიერ დაკავებული მამა-შვილი ელეკაშვილები ადგილსამყოფელი

უკვე მეორე დღეა უცნობია ოჯახისთვის გორის რაიონის სოფელ ქერეში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული მამა-შვილი გიგია და ვანო ელიკაშვილების ადგილსამყოფელი. მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა მომხდარის შესახებ ახლობლებს თავად შეატყობინეს.

ტელეფონით დარეკვა ოჯახის წევრებთან დაკავების დროს მოახერხეს, რის შემდეგაც მათთან კონტაქტი გაწყდა. ოჯახის ვარაუდით, ისინი ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყავთ გადაყვანილი.

მამა-შვილი ელეკაშვილები იმ დროს აიყვანეს რუსმა ოკუნატებმა, როცა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდნენ.

დღის ამბები