მთავარი პროკურორის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი დოკუმენტში იმ ხარვეზებზე აპირებენ საუბარს, რომელიც მათი თქმით, ამ მიმართულებით გამოიკვეთა.
მესამე სექტორის წარმომადგენლები მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან დახურულ რეჟიმში გასაუბრებასაც აპროტესტებენ, რომელზე დასწრების უფლებაც არ მიეცათ. მათ კანდიდატთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებითაც აქვთ შენიშვნები.
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად გუშინ ირაკლი შოთაძე აირჩია, ის საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.