დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია დავით ნარმანიას იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული მედიასაშუალებები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას“ ამ საკითხზე.
„ნაციონალური მოძრაობა გარკვეული ხერხებით იმ მედისაშუალებებით, რომელიც მასთან ასოცირდება ცდილობს, რომ შექმნას საზოგადოებრივი აზრი, გააკეთოს რაღაც მონახაზი თითქოს სასწაული ხდება. კანონით არის გათვალისწინებული, რომ საკრებულომ გამოთქვას შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით,“-აცხადებს სამუშია.
მან ასევე განმარტა თედო კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ნარმანიას იმპიჩმენტის შესახებ და თავად ნარმანიას მსგავსად ამ კომენტარს „პროცედურის ახსნა“ უწოდა.
„ჩემს კოლეგას არ უთქვამს, რომ იმპიჩმენტი განხორცილედება, ჩემმა კოლეგამ ახსნა, პროცედურა როგორ მიმდინარეობს. კანონში პირდაპირ არის ჩაწერილი რა პროცედურები ხორციელდება ბიუჯეტის არმიღების შემთხვევაში, “-აცხადებს ჯაბა სამუშია.