20 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ქობულეთის სასტუმრო არმაზის მეპატრონეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

ქობულეთში სასტუმრო არმაზის მეპატრონეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურის შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ბრალდება მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე ლაპარაკობდა.

გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია დაკავებულის ოჯახის წევრებს შორის. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგ გამოიწვია, ისინი მამისეიშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. პროკურატურას კი ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების მიხედვით, სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმებიც, ხანძრის გაჩენა კი დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან.

ხანძარს ე.წ. ხასანას სასტუმროში სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მორიგი სასამართლო პროცესო 8 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები