არასაპარლამენტო ოპოზიცია სააფთიაქო სისტემაში დარღვევებზე საუბრობს და აფთიაქებში გადაღებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროებს. სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ტაშკენტისა და იოსებიძის ქუჩებზე მდებარე აფთიაქებში პირველი ჯგუფის პრეპარატ გაბაპენტინს ურეცეპტოდ ყიდულობს.
ფარმაცევტული კომპანიების შესახებ ფარული ვიდეო მასალები დღეს რეფორმატორებმა გაასაჯაროვეს. რეფორმატორები სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ.
პრობლემებს უმრავლესობაშიც აღიარებენ და სანქციების გამკაცრებასაც არ გამორიცხავენ.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე აფთიაქის მფლობელის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. თუმცა აფთიაქი ამ დრომდე მუშაობას აგრძელებს.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა