20 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
სლოგანით „ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“ - კანცელარიასთან აქცია იგეგმება

„ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“ - ამ სლოგანით 25 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

ქალთა მოძრაობის წევრები ახალ კამპანიას ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით იწყებენ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა - დედა ხდება.

ქალთა მოძრაობის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ და პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ხედვის შემუშავებისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები