20 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
"ჩვენი სურვილია საქართველოში ჯანდაცვის სისტემა უფრო ეფექტური იყოს", - ბერნარ კუშნერი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მის დიპლომატიურ გამოცდილებასა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

რუსეთ-საქართველოს ომი ერთადერთი თემა არ ყოფილა, რაზეც საფრანგეთის ყოფილი დიპლომატი დღევანდელ შეხვედრაზე საუბრობდა.

ბერნარ კუშნერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, თუმცა საბოლოო მიზნის მიღწევამდე მრავალი რეფორმა და წევრი ქვეყნების რთულად მოსაპოვებელი თანხმობა იქნება საჭირო.

ყოფილი დიპლომატი საქართველოს საკონსულტაციო კომპანიის გლობალ ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ბერნარ კუშნერთან ერთად თბილისში გლობალ ალიანსის პრეზიდენტიც იმყოფება.

პროექტი, რომელსაც გლობალ ალიანსი ბერნარ კუშნერთან ერთად კონსულტაციას გაუწევს, საპარტნიორო ფონდის მიერ უნდა განხორციელდეს. ფონდის ინფორმაციით, თბილისში ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების ბაზაზე ახალი სამედიცინო ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება. საპილოტე პროექტის დეტალებზე სასაუბროდ ბერნარ კუშნერი დღეს საპარტნიორო ფონდშიც იმყოფებოდა.

 

ავტორები: ანა წერეთელი, თამარ სურგულაძე, ტატო გურგენიძე, ნოდარ ჭადაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები