20 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
საყდრისის მცველები კულტურის მინისტრის ლექციის ჩაშლას ცდილობენ

საყდრისის მცველები კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ლექციის ჩაშლას ცდილობენ. 

მიხეილ გიორგაძე ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის პროექტის ფარგლებში ლექციას კითხულობს თემაზე "კულტურის როლი და განვითარების პერსპექტივა საქართველოში".

საყდრისის მცველებმა გამოფინეს პლაკატები შემდეგი წარწერებით: "ჩვენ გვახსოვს საყდრისი", "მოგეკითხებათ". 

ლექციაზე მინისტრსა და საყდრისის დამცველებს შორის დისკუსია მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, თუკი საყდრისზე აღარ დაუსვამენ კითხვებს, ლექციას გააგრძელებს, თუ არა - დატოვებს მას. 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ასევე პრემიერმინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები