20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

საავტომიბილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე თოვლის და ყინულის საფარის გამო შეზღუდვები წესდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეზღუდვები თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონს ეხება.    

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის უშგული– ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის ცანა–ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  

დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია: ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე; ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე; ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ჩხაკაურა¬ბახმაროს მონაკვეთზე; კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გუდანი-შატილის მონაკვეთზე და ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ19–კმ72 მონაკვეთზე.

ამავე გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე კი ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი¬ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური–კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. 

დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები