20 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
პენსიების მატებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს

ნაციონალური მოძრაობა პენსიების მატებასთან დაკავშირებით რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს.

პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე, დღეს გორში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს პეტიციის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ოპოზიციის განმარტებით, თუ მმართველი გუნდი პრემიებისა და დანამატებს, ასევე ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს, მომავალი წლიდან პენსიონერებს 50 ლარით გაზრდილი პენიის აღება შეეძლებათ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პენსიები 2016 წელს უნდა გაიზარდოს 50 ლარით და ეს ზრდა უნდა შეეხოს თითოეულ პენსიონერს. ამის რესურსი არსებობს იმ გაზრდილი დანამატებიდან, პრემიებიდან და ხელფასებიდან, რომელსაც დღეს ხელისუფლება იღებს. ჩვენთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ, თურმე, არსებობს ფული დანამატებისათვის და არ არსებობს ფული პენსიებისთვის,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები