20 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია შარშან, 22 აპრილს დაიწყო და მის ძირითად ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

დღის ამბები