02 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
აჭარაში მაშველებმა „მაჭახელა ჰესში“ ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

აჭარაში, სოფელ ქედქედში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

ინფორმაცია, რომ ცხოველი შპს ”მაჭახელაჰესის” ტერიტორიაზე წყალმიმღებთან იყო ჩავარდნილი, დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შევიდა.

შველს გარეგანი დაზიანებები ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ ნაპრალში ჩავარდნისას მიიღო.

ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა შველი, რეაბილიტაციის მიზნით, ვეტერინართან გადაიყვანეს. მოგვიანებით კი დაცულ ტერიტორიაზე, მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

დღის ამბები