შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ ჩაერიოს დენის ტარიფის გაძვირებაზე მიმდინარე სასამართლო პროცესში.
მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილე ლეიბორისტული პარტიის შუამდგომლობა, რაც ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნას ითვალისწინებს.
ნათელაშვილის თქმით, ასევე საიდუმლო გრიფი მოეხსნა თელასის გაყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ ჩაერიოს ობიექტური ექსპერტიზის საკითხებში და სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს ვთხოვ, გაისიგრძეგანოს პასუხისმგებლობა ერის და ბერის წინაშე. ჩვენ შევპირდით ამ მთავრობას, რომ არ ვაპატიებდით, სხვა ცოდვებთან ერთად, დენის ტარიფის უკანონო გაძვირებას და ამ დაპირებას შევასრულებთ,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.