02 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
პანკისის ხეობის მაცხოვრებლები დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის გუშინ საქართველოში დაბრუნებისას სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.

ოჯახის თქმით, ახალგაზრდა მძიმედაა ავად და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.

ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, რომ ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობა დროულად მოხდეს.

დღის ამბები