ქართველი პენსიონერების უმეტესობას პურის ყიდვაც კი ვალით უწევთ. პენსიის დიდი ნაწილი მათ წამლებში ეხარჯებათ. გაჭირვებული პენსიონერების უმეტესობა კურიერთან სოციალური დახმარებების შეწყვეტის გამო წუხს.
რატომ შეუწყდათ მოხუცებს სახელმწიფო დახმარება, რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული მიზეზების შესახებ საუბარი უჭირთ.
ჯანდაცვის სამინისტროში მოხუცებისთვის სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის მიზეზად მაღალ სარეიტინგო ქულებს ასახელებენ. თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა ცვლილების მიზეზი.
შემწეობის აღსადგენად 85 წლის და 104 წლის მოხუცებს ხელახალი განაცხადის შეტანა სოციალური მომსახურების სააგენტოში კანონის თანახმად 6 თვის შემდეგ მოუწევთ. აღუდგებათ თუ არა შეწყვეტილი დახმარება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა მათი სარეიტინგო ქულები თავიდან დაითვლება.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე