აფეთქების საფრთხის გამო კომპანია თურქიშ ეარლაინსის თვითმფრინავი კანადაში ავარიულად დაეშვა. ეარბას 330, რომლის ბორტზეც 256 ადამიანი იმყოფება, რეისს ნიუ–იორკიდან ანკარის მიმართულებით ასრულებდა. ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ცნობის გამო ლაინერი კანადის მიმართულებით გააბრუნეს და ჰალიფაქსის საერთაშორისო აეროპორტში დასვეს. განხორციელდა მგზავრთა ევაკუაციაც. მომხდარის დამატებითი დეტალები უცნობია. ცნობილია, რომ თვითმფრინავს ამ დროისთვის სამართალდამცველები ამოწმებენ.
ფოტო:არქივი