20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
დაკავება ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით-სუს-მა დავით ბორჩაშვილი აიყვანა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დავით ბორჩაშვილი დააკავა.

როგორც რუსთავი 2-ს სუს-ში განუმარტეს ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დავით ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა. რეისი სტამბული–თბილისი 04:00 საათზე დაჯდა, თუმცა 3 საათიანი ლოდინის მიუხედავად სახალხო დამცველის წარმომადმგენელსა და ოჯახის წევრებს მისი ნახვის საშუალება არ მიეცათ. უსაფრთხოების სამსახურიდან მათ დილით დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ბორჩაშვილი დაკავებულია, თუმცა რა საფუძვლით ოჯახს არ განუმარტეს.

რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც ბორჩაშვილის დედა და მამიდა განმარტავენ ის თურქეთში მუშაობდა მშენებლობაზე და არანაირი კავშირი არ ჰქონია სირიასთან.  

ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა დავით ბორჩაშვილის დაკავება რამდენიმე თვის წინ პანკისის ხეობაში იმამის, აიუფ ბორჩაშვილის დაკავებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები