20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ქუთაისში დაკავებული ახალგაზრდა სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

24 წლის შოთა ქემოკლიძე რამდენიმე საათის წინ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით ქუთაისის პოლიციამ დააკავა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა ბრალდებულის უფლებადამცველის თქმით ჯერჯერობით უცნობია მას თვითდაზიანებები აქვს თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქემოკლიძის ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც ცნობილია 24 წლის შოთა ქემოკლიძე წარსულში ნასამართლებია.   

დღის ამბები