20 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ინგა პავლოვა ყოფილ ქმართან, ივანიშვილთან დაკავშირებას კალაძის მეშვეობით ცდილობდა

ინგა პავლოვა ყოფილ ქმართან, მილიარდელ ივანიშვილთან დაკავშირებას კალაძის მეშვეობით ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე ავრცელებს. 

გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ივანიძე ამბობს, რომ ინგა პავლოვას ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 

"2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში პავლოვა ცდილობდა ივანიშვილთან დაკავშირებას კალაძის მეშვეობით, მაგრამ კალაძის მდივანი მას ეუბნებოდა, რომ მის უფროსს არ ეცალა. პავლოვას უნდოდა გაეგო ივანიშვილისგან თუ რა მოხდა წლების წინ,"- აცხადებს ივანიძე. 

მისი თქმით ინგა პავლოვასთვის არ იყო ცნობილი, ისე გაშორდა მას ბიძინა ივანიშვილი. 

"პავლოვას შესახებ მე დავიწყე ძებნა მას შემდეგ, რაც ვიკიპედიაში ივანიშვილის გვერდზე რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ მას ჰყავდა ცოლი პარიზში, ეს ინფორმაცია შემდეგ წაიშალა მერე ისევ დაიდო. ამის შემდეგ მე მოვიძიე ინფორმაცია პარიზში და აღმოჩნდა, რომ ეს სიმართლე იყო და მას ცოლი ჰყავდა პარიზში უკვე გაცილებული. მერე მოსკოვში მოვიკითხე პავლოვას შესახებ ინფორმაცია და როგორც იქნა მივაგენი. ინგასთვის შოკისმომგვერლი იყო ის გარემოება, რომ ივანიშვილი მას ისე გაშორდა, რომ მან ეს არც კი ოცოდა,"- აცხადებს ჟურნალისტი ივანიძე. 

ივანიძე აქვე განმარტავს, რომ ინგა პავლოვასთვის მოულოდნელი იყო ისიც, რომ მაშინ როდესაც ის ივანიშვილის მეუღლე იყო, მილიარდერს უკვე ჰყავდა შვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები