20 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
პაატა ბურჭულაძე-საოპერო კარიერიდან პოლიტიკამდე

პაატა ბურჭულაძე არ არის პირველი, ვინც ქველმოქმედებას პოლიტიკური საქმიანობით აგრძელებს. მიუხედავად იმისა გარდაიქმნება თუ არა ეს ფონდი პარტიად, ერთ-ერთი მთვარი თემა რომელზეც უნდა იმუშაოს რუსეთთან ურთიერთობაა.

უკვე დღეს, დასრულებული მუსიკალური და თითქმის დაწყებული პოლიტიკოსის კარიერით ბურჭულაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არა მხოლოდ კულტურულ კავშირებზე ლაპარაკობს.

ფონდი იავნანა-ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საქველმოქმედო პროექტი. ამ ფონდმა და მახათს მთაზე ტაძრის მშენებლობამ პაატა ბურჭულაძე კიდევ უფრო პოპულარული და მისაღები გახადა იმ საზოგადოებაში, რომლის 90 პროცენტი ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტულ ლიდერად კათოლიკოს-პატრიარქს ასახელებს. მომღერალი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი საზოგადოების ამ ნაწილსაც კარგად იცნობს და თავადაც ეკუთვნის ამ ნაწილს.

ავტორი:პაატა იაკობაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები