20 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ციხე "რუსთავი 2-ის" მხარდაჭერისთვის-ნარსია, დეისაძე და გაბუნია ამ დრომდე გათავისუფლებას ელოდებიან

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ნიკა ნარსიას მამა უკვე ერთი თვე და ერთ კვირაა ციხიდან შვილის გათავისუფლებას ყოველ დღე ელოდება. ფიქრობს, რომ მისი შვილი პოლიტიკური პატიმარია და ციხეში ხელისუფლებამ ერთადერთი მოტივით გამოკეტა, სამაგალითოდ დასაჯონ ყველა, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვა და მეგოფონით ხელში ეტყვის „არას“ დიქტატურას.

სანამ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის დაცვის გამო 29 წლის მსახიობს ციხეში გაამწედებდა, ის თამაშობდა ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლებში. რუსულ პროპაგანდას ებრძოდა სცენიდან და ებრძოდა ქუჩაში.

როდესაც დედა საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა დაგროვილი დანაზოგი შვილს სწავლისთვის გამოუგზავნა, ნიკამ ზაფხულში იურდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლა სექტემბერში დაიწყო, თუმცა მალევე აუდიტორიის ნაცვლად საკანში აღმოჩნდა.

ნიკა ნარსიასთან ერთად დაკავებული მირიან დეისაძე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე 2 ნოემბერს თავის დასთან ერთად მივიდა. სანამ აქციაზე ოჯახთან ერთად წავიდოდა, ღამით ქუთაისის ქუჩები შემოიარა და მეგაფონით ხელში ხალხს უთხრა, რომ რუსთავი 2 საფრთხეში იყო.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია, იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დეისაძის დევნა ხელისუფლებამ დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტი ღამით მშენებარე სახლების ღობეებს აწერდა „ბიძინა წადი,“ „ბიძინა გვშია.“

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილების გამო სამი დაკავებულიდან კიდევ ერთი კახა გაბუნიაა.

ის ვინც დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესს ესწრებოდა ამბობს, რომ თავი ტრაგიკომიკური სპექტაკლის დარბაზში ეგონა. სხდომაზე ადვოაკტებმა დაკავებულების გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ ითხოვეს, პროკურორმა უარი თქვა და არგუმენტების დასაბუთების დროს სხდომაზე ღიად განაცხადა, რომ საქართველოში უსაფრთოხბის სისტემა მოშლილია, კონტროლი მექანიზმები კი არ არსებობს.

ახლა ადვოკატები შემდეგი სხდომის მოლოდინში არიან, 25 ნოემბერს, თავისუფალი სიტყვის დაცვის გამო დაკავებულების კიდევ ერთი პროცესი იმართება.

ავტორი:ნოდარ მელაძე

დღის ამბები