20 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ცხოვრება გზისა და წყლის გარეშე-კუმისელები დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ

კუმისის დასახლებაში უგზოობა დიდსაც და პატარასაც თანაბრად აწუხებს. სკოლის მოსწავლეები სახლიდან დილის 08:00 საათზე გადიან, რომ სოფლის შესასვლელთან მისულ სამარშუტო ტაქსს მიუსწრონ.

როგორც ამბობენ ტალახში არაერთხელ ჩარჩენილან. პატარა მოსწავლეები მარტო ვერ მიდიან და სოფლის გზის გავლაში მეზობელი ეხმარებათ.

სამარშუტო ტაქსი სოფელში ვერ შედის, წვიმის შემდეგ გუბეები და ტალახი გზაზე დიდხანს რჩება, ამიტომ ავტომობილს გადასვლა უჭირს.

გაუსაძლისი პირობების გამო კუმისელები დახმარებას ითხოვენ. ტბის პირას გაშენებულ დასახლებაში, ადრე აგარაკები იყო, ახლა ახალ კუმისს უწოდებენ და მუდმივი მცხოვრებლებიც არიან.

გზის გარდა მნიშვნელოვანი პრობლემა უწყლობაა, სოფლის გარშემო არხი მცენარეებით არის სავსე და დაბინძურებულია. არემარეში ხეებიც კი იშვიათობაა, ნაკვეთებზე ნერგებს შეგროვილი წვიმის წყლით რწყავენ, ამის გამო მოსავალიც არ აქვთ. სასმელი წყალი თბილისიდან ან ახლომდებარე ქალაქებიდან მოაქვთ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს წვიმის იმედზეა.

რატომ არ გვარდება ან როდის მოგვარდება ეს პრობლემები ამის გასარკვევად პოსტსკრიპტუმმა სოფლის რწმუნებულს დაურეკა, რომელმაც ანაცხადა, რომ გზა 2016 წლისთვის გაკეთდება, წყლის შეკეთება კი არ იგეგმება.

ავტორი:გვანცა სუთიძე

დღის ამბები