მეი ჩინეკე, 16 წლის, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში დაბადებული ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილი 5 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. თბილისში მიმის ეძახიან. სკოლას ამთავრებს და უნდა გადაწყვიტოს სწავლას სად გააგრძელებს.
11-ე კლასის მოსწავლე მიმი ჩინეკე სამი წელია თბილისის 130-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. 9 ნომებრის შემდეგ გაკვეთილებს აღარ ესწრება, რადგან ამბობს, რომ კლასელმა განსხვავებული კანის ფერის გამო, შეურაცხყოფა მიაყენა.
მიმი ჩინეკეს დამრიგებელი, ქართულის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ადასტურებენ, რომ კონფლიქტი კლასში 9 ნომებერს მართლაც მოხდა. პედაგოგის თქმით, ქართულის გაკვეთილზე კონფლიქტის დაწყების მიზეზი მიმი ჩინეკეს ყოფა-ქცევა გახდა.
ქართულის მასწავლებელმა სიტუაციის დასაწყნარებლად კლასის დამრიგებელს დაურეკა. დამრიგებელი ციცო თხინვალელი ამბობს, რომ კონფლიქტში მონაწილე 2 მოსწავლეს შორის ამბის გაკრვევა დერეფენში გაგრძელდა.
მიმის ჩინეკეს დედას მიაჩნია, რომ ასეთ ფაქტებზე სკოლის რეაქცია არასდროს ყოფილა ადეკვატური.
მოსწავლის რასისტულ დისკრიმინაციას კატეგორიულად უარყოფენ სკოლაში. ამბობენ, რომ მიმი ჩინეკეს მიმართ, ყველას თბილი და დადებითი დამოკიდებულება აქვს.
130-ე სკოლისგან რუსუდან ამირეჯიბი ბოდიშის მოხდას მითხოვს და ფიქრობს, რომ ეს ფაქტი მისი ოჯახის ფარგლებს გასცდა. ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ეს ინციდენტი სოციალური ქსელით გახმაურდა, მსგავსი პრობლემების მქონე დედებმაც მისწერეს. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში საკუთარ კაბინეტში განათლების მინისტრმაც დაიბარა.
განათლების სამინიტროში კომენტარს მომხდარზე მანამდე არ აკეთებენ, ვიდრე მათი ძიება არ დასრულდება.
ავტორი:ეკა ქადაგიშვილი