20 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მის საქართველო 2015-რისთვის ემზადება წლევანდელი ყველაზე ლამაზი ქართველის ტიტულის მფლობელი

მის საქართველოს 21 კონკურსანტს შორის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა.

აცნობიერებს, რომ ტიტული პასუხისმგებლობაა და რომ ახლა ქართული სილამაზე მსოფლიომ მისი სახით უნდა აღიქვას.

ნუკა მეთორმეტე მის საქართველოა. ამ ხნის განმავლობაში იცვლება მოთხოვნები და ტენდენციები, ჟიური და სილამაზის შეფასების კრიტერიუმები.

მოდელი ნუკა პროფესიით ტურიზმის სპეციალისტია. ქველმოქმედებაში ჩართვა მისის ტიტულის თანმდევია. გადაწყვიტა, მის მსოფლიოზე კიდევ ერთხელ უამბოს ხალხს 13 ივნისის ტრაგედიის შესახებ და საკუთარი მაგალითით მათ ცხოველების დახმარებისკენ მოუწოდოს.

მის მსოფლიო ჩინეთში 19 ხოლო, მის სამყარო ამერიკაში 20 დეკემბერს გაიმართება.

ავტორი:თაკო მესხი

დღის ამბები