20 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ხმაური გლდანის ციხესთან - უკმაყოფილება პატიმართა ახლობლების რიგში დგომამ გამოიწვია

ხმაური იყო რამდენიმე საათის განმავლობაში გლდანის ციხესთან. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები იმყოფებოდნენ, რომლებიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ამანათების შეგზავნას.

მათი თქმით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვა დღეებთან შედარებით, გაცილებით მეტი ადამიანი იყო მისული და მათ საათობით მოუწიათ ლოდინი. ისინი შიშობდნენ, რომ ხალხის სიმრავლის გამო, ვერ მოასწრებდნენ ამანათების მოწოდებას, რასაც მოყვა ხმაური და უკმაყოფილება.

საბოლოოდ, დაწესებულების ადმინისტრაციამ მიღების საათები გაზარდა და ყველამ მოახერხა ამანათების შეგზავნა.

დღის ამბები