გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამ წუთებში წირვა დაიწყო ქაშუეთის ტაძარში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.
ტაძარში ილია II ეს წუთია მივიდა. როგორც ცნობილია, წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი მრევლს ტრადიციულად ქადაგებით მიმართავს.
ქაშუეთში ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ტაძარში მისვლას აპირებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
დღეს ასევე გაიმართება საყოველთაო ნათლობა. პატრიარქი 800-მდე ბავშვს მონათლავს.