გიორგობის დღესასწაულს დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვით აღნიშნავენ. მთავარი ღვთისმსახურება ამ დრომდე გრძელდება თბილისში წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ტაძარში.
აქ წირვას კოთოლიკოს პატრიარქი ატარებს. დღესვე ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებს მონათლავს.
ქაშვეთში კი დილიდან მრევლია შეკრებილი, აქვე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის არის დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.