მართლმადიდებლები დღეს წმინდა გიორგობის დღესასწაულის აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს დილიდან წირვა აღევლინა.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ღვთისმსახურება თბილისში ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩაატარა. წირვის შემდეგ ილია მეორემ იქადაგა და მრევლს გიორგობა მიულოცა.
ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც ასევე მიულოცა შეკრებილებს დღესასწაული. პატრიარქმა პრემიერმინისტრს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.