20 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
შოთა ქემოკლიძემ სხეულის დასერვის შემდეგ შიმშილობაც გამოაცხადა და მკურნალობაზე უარი თქვა

ქუთაისში დაკავებული შოთა ქემოკლიძე შიმშილობას აცხადებს. ის პოლიციელებმა გუშინ ცივი იარაღის, ანუ დანის, უკანონო ტარების ბრალდებით აიყვანეს.

წუხელ კი გარეგანი დაზიანებების გამო ქემოკლიძე ორჯერ მიიყვანეს სხვადასხვა კლინიკაში, თუმცა მან ორივეჯერ უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ იზოლატორში დააბრუნეს.

ამ წუთებში კი უნდა დაიწყოს მისი სასამართლო პროცესი - მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

„დაზიანებული აქვს კიდურები ხელის და ფეხის. დასერილი აქვს მუცელი. მკურნალობაზე კატეგორიულად უარს აცხადებს. ბრალდება არის შეთითხნილი და ქემოკლიძე უკანონოდ არის დაკავებული", - აცხადებს შოთა ქემოკლიძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები