20 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ბოტანიკურ ბაღთან ასეულობით ხე მოჭრეს

თავისუფალი უნივესრიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ასახულია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მასიური ჭრა.

ბედინეიშვილი განმარტავს, რომ გუშინ ორთაჭალიდან შინდისისკენ მიმავალი გრუნტის გზის გასწვრივ ასამდე ხე მოჭრეს. მისი თქმით ხეების ჭრა მერიის დავალებით ხდებოდა.  

„მერიის დავალებით გზას ვაფართოვებთო. კიდევ 200-300 ხის მოჭრა დაჭირდებათ. როგორც ჩანს ივანიშვილი მართლა აპირებს სოლოლაკიდან ოქროყანისკენ მიმავალი გზის დაკეტვას თავისი „პანორამა“-სთვის. ალტერნატივად ოქროყანაში, შინდისში, ტაბახმელაში, წავკისში და მთაწმინდაზე ორთაჭალიდან მოგვიწევს სიარული. ცუდი ისაა ამ გზაზე სიარულისას თავისუფლად სუნთქვა გაგვიჭირდება - ხეები აღარ იქნება,“-წერს ბედინეიშვილი.

დღის ამბები