20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
შოთა მალაშხია პრეზიდენტს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეაქვს დღეს ნაციონალურ მოძრაობაში შემავალი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს.

შოთა მალაშხია გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყევტილება და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას საქართველოს მოქალაქეობა უნდა ქონდეს.

„მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი და რეფორმატორი. სირცხვილია, რომ ჩამოერთვას მოქალაქეობა,“ - განაცხადა შოთა მალაშხიამ.

განცხადების შეტანას მალაშხია დღეს 12 საათზე აპირებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები