20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
დავით ნარმანია კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზის პანორამა თბილისთან კავშირს უარყოფს

კრწანისი-შინდისის შემოვლით გზის კავშირს პანორამა თბილისთან უარყოფს დავით ნარმანია.

თბილისის მერის განმარტებით, მმართველი გუნდი ემიჯნება ხეების ჭრის პოლიტიკას, თუმცა ახალი გზის მშენებლობა შინდისში დაგეგმილი პროექტების სიმრავლითაა განპირორბებული.

“ეს პროექტი გულისხმობს 400-მდე ხის მოჭრას, სწორედ ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაწილი ამ ხეებისა, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება რომ გადავრგათ, იქნება გადარგული, ხოლო ხეები, რომლებიც მოიჭრება, მათ ნაცვლად, მიმდებარე ტერიტორიაზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამწვანების ღონისძიებებია დაგეგმილი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები