20 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
მერიის ყოფილი თანამშრომლები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ

პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ დედაქალაქის მერიის ყოფილი თანამშრომლები.

მათი განცხადებით, უწყება აჭიანურებს ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებას და ამავდროულად პროკურატურაში საჩივრის აღმძვრელ პირებს იბარებენ.

მათი განმარტებით, დაკითხვები სხვა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
მერიის ყოფილი თანამშრომლები საკითხით დაინტერესებას სახალხო დამცველს სთხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში გამოძიება არც ერთი ნაბიჯით წინა რ წასულა.

„ჩვენ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ, რომ მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება, იმიტომ რომ ამ თანამშრომლებზე დაიწყო პროკურატურამ სხვა მიმართულებით ზეწოლა. პირად საუბარში ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ გამოიტანენ საჩივარს გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ, მოხდება ამ ადამიანების დაკავება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

 

 

დღის ამბები