20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე 7 ახალი მოსამართლე დაინიშნა

სააპელაციო სასამართლოს 7 ახალი მოსამართლის დანიშვნა არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის მხრიდან მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა.

მესამე სექტორს შეკითხვები აქვს იმ პროცედურებთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა სხვადასხვა რაიონებიდან მოსამართლეთა ზემდგომ ინსტანციაზე გადაყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოსამართლეების დაწინაურების საშუალებას იძლევა, არასამთავრბიები იმ ბუნდოვან რეგულაციებზე მიუთითებენ, რაც, მათი თქმით, ბევრ კითხვას ბადებს.

მესამე სექტორის პრეტენზიების მთავარი ადრესატი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელმაც, მათი თქმით, სამოქალაქო სექტორის პოზიცია არ გაითვალისწინა.

საქმე ეხება 7 ახალი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნას სააპელაციო სასამართლოში. ყველა მათგანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაჩქარებული წესით ქვემდგომი ინსტანციიდან დააწინაურა.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები