20 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე VS რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ. ტარიელ ნაკაიძემ ბრალდებაზე გადაცემაში არჩევანი ისაუბრა. მან რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით სააგენტოს არასწორ სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი შეფასებით ეს დისკრიმინაციული პოლიტიკაა. სტრატეგიის რამდენიმე პუნქტი კი პირდაპირ მიუთითებს მორწმუნე მუსლიმების დისკრედიტაციაზე.

ბრალდებებს არ იზიარებს ზაზა ვაშაყმაძე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კონფესიებთან დაკავშირებით სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა აქვს.

„საკუთარ თავს დაუსვას მან შეკითხვა, მისი განცხადებები ხომ არ არის რადიკალური და წამქეზებლური ტონი. ჩვენი სახელმწიფოს ნაბიჯები კიდევ უფრო დემოკრატიულია, იმ ფონზე რაც ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში,“ - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

დღის ამბები