20 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს უფლება დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა," - იან კელი

საზღვრების დაცვის უფლებაზე აქცენტს აკეთებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი.

იან კელიმ რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

კელის განცხადებით, ვაშინგტონი თურქი მოკავშირეების სოლიდარულია.

„უპირობოდ სოლიდარულები ვართ ჩვენი თურქი მოკავშირეების მიმართ. თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს უფლება დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ასეთი ინცინდენტი ხაზს უსვამს დიალოგის საჭიროებას და აქცენტი უნდა გაკეთდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე სირიაში მიმდინარე მოვლენების გამოსავლის ძიებაზე. ორ მხარეს შორის მნიშვნელოვანი იქნება დიალოგის წარმართვა და ვითარების შემდგომი დე-ესკალაცია,“ - განაცხადა იან კელიმ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები