ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე საქართველოში არსებულ კონფესიებს პასუხისმგებლობის გამოვლენისა და გამონათქვამებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
რელიგიური პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბრის მზადყოფნას გამოთქვამს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.
„ჩვენ მთავრობასთან, რელიგიის საბჭოსთან და არასამთავრობოებთან ერთად ვიმუშავეთ და მზაობაა აქვს კომიტეტს ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ წარმომადგენელს შეხვდეს და ჩვენ ჩვენი სამართლებრივი ბერკეტებით ამ, პროცესში შევასრულოთ მშვიდობიანი და მონიტორის როლი, რომ ამ საკითხებზე განსაკუთრებით სწრაფად რეაგირებდეს სახელმწიფო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.