არის თუ არა საქართველო მსოფლიოს ღვინის აკვანი? - ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. ჟურნალისტი სამიმა უდასი საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ღვინის კულტურასა და ქართულ ტრადიციებზე ათწუთიანი ვიდეორგოლი მოამზადა.
CNN-მა რეპორტაჟი გადაცემა აბრეშუმის გზა: წარსული, ამწყო და მომავლის ფარგლებში მოამზადა.
ჟურნალისტი თბილისის ძველ ნაწილს სტუმრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქში მრავლად არის წარმოდგენილი ღვინის მაღაზია, ბარი, კაფე და რესტორანი, სადაც ქართული ღვინის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"აქ ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა", - ამბობს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში ღვინის კულტურა ათასწლეულებს ითვლის, რაზეც არქეოლოგიური აღმოჩენებიც მიუთითებს.
თბილისის შემდეგ ჟურნალისტი კახეთის რეგიონს, სოფელ წინანდალს სტუმრობს, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს ხვდება და ყურძნის მოკრეფა-დაწურვის პროცესს ესწრება. სამიმა უდასი აღნიშნავს, რომ საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდები შენარჩუნებულია.
სამიმა სუდასი მაყურებელს ასევე ქართული სუფრის, თამადისა და სადღეგრძელოს ტრადიციებზე მოუთხრობს.