20 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
მეუფე ილარიონი სამთავროს დედათა მონასტრის წევრებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

პოლიცია სამთავროს დედათა მონასტერში მომხდარ ინციდენტს იძიებს. მეუფე ილარიონი და მისი თანხმლები პირები მონასტრის წევრებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. თვითმხილველების თქმით ინციდენტი გიორგობის დღესასწაულზე მოხდა.

ინციდენტს მხოლოდ მონასტრის წევრი დედა ბარბარე ადასტურებს, თუმცა მისი თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია. ამბობს, რომ ინციდენტი ტაძარში მეუფე ილარიონისა და მისი თანმხლები ქალბატონის მიერ წირვის ჩაშლის მცდელობას მოჰყვა.

ცემის ფაქტს და მონასტრის წევრების ინციდენტში მონაწილეობას არ ადასტურებს საპატრიარქო, სადაც განმარტავენ, რომ ილარიონ სამხარაძე მოქმედი მღვდელმთავარი არ არის და ამიტომ ინციდენტი ტაძარში მრევლის მიმართ მისმა მოწოდებებმა გამოიწვია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე მოწმის სტატუსით სამართალდამცავებმა უკვე რამდენიმე პირი დაკითხეს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები