20 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა რელიგიური კონფესიების უმრავლესობისთვის მიუღებელია

საზღვრისპირა რეგიონებში, რომლებსაც იგივე ეთნიკური კუთვნილების მქონე ქვეყნები ესაზღვრებათ, არსებობს ამ ქვეყნების მიერ მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების გამოყენებით საქართველოს შიდა პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების გატარების საფრთხე - ეს ჩანაწერი საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიაშია მოყვანილი და მას რელიგიური კონფესიების უმრავლესობა აპროტესტებს.

არასამთავრობო სექტორში კი ფიქრობენ, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია. არასამთვრობოებს კითხვები არა მხოლოდ სტრატეგიასთან, არამედ მთლიანად პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით აქვთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დღეს ბრალდებებისათვის არ უპასუხია. მმართველმა გუნდმა რელიგიების მიმართ წარმოებულ პოლიტიკაში პრობლემებს ვერ ხედავს. ოპოზიცია კი მხოლოდ სტრატეგიით არ არის უკმაყოფილო.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი გამოქვეყნებისთავნავე რელიგიური კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, 9 თვის გნმავლობაში მასში ცვლილებები არ შესულა.

ავტორი: თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები