20 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
2014 წელს საჯარო დაწესებულებიდან 8 ათასზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული - IDFI

2014 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო დაწესებულებიდან სხვადასხვა მიზეზით 8 ათასზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული - ამის შესახებ კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს.

სამსახურებიდან დათხოვნის მთავარ მიზეზებად რეორგანიზაცია, შტატების შემცირება და დაკავებული ადგილიდან საკუთარი სურვილით წასვლა სახელდება.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა - აქედან დაახლოებით ათასმა ეს გადწყვეტილება ოფიციალურად საკუთარი განცხადების საფუძველზე მიიღო, რაც IDFI -ის საეჭვოდ ეჩვენება.

დღის ამბები