აქცია გამართეს გეგეშიძის ბაღში დაკავებული მსახიობის, ირაკლი რამიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. ისინი რამიშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.
მათივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 წლის ახალგაზრდას ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ედება.
ბრალდებული და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ ე.წ. ბიო რამიშვილს პოლიციამ ჩაუდო. რამიშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს უნდა გაიმართოს.