თვისუფალი დემოკრატებიბის ლიდერი ირაკლი ალასანია აგლაძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა.
ალასანიამ მათი პრობლემები მოისმინა და დახმარებას დაპირდა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შენობის ჩამონგრევის მიზეზი უკანონოდ გაცემული დაშენების ნებართვაა, რამაც ნგრევა გამოიწვია.
ასევე პრობლემები შეექმნათ აგლაძის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართის მფლობელებს და იქ მომუშავე ადამიანებსაც, რადგან ქუჩის გადაკეტვის გამო მომხმარებელი იქ მისვლას ვეღარ ახერხებს და მათ ფინანსური პრობლემები ექმნებათ.
დაზარალებულები მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, რადგაც ჩამონგრევიდან ორი კვირის განმავლობაში დასახმარებლად და პრობლემების მოსასმენად არავინ მისულა.