20 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით მესამე სექტორი პარლამენტს მიმართავს

მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი პარლამენტს მიმართავს.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს კანონმდებლებს გაითვალისწინონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ისე მიიღონ გადაწყვეტილება შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესის დროს ბევრი ხარვეზი გამოვლინდა.

ის ფაქტი კი, რომ მოქმედი მთავარი პროკურორის მოადგილე ინიშნება უწყების ხელმძღვანელად, დამატებით კითხვებს აჩენს.

„განცხადების მთავარი მიზანი იყო ის, რომ პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის დაგვენახებინა, რა სიმძიმის პრობლემები იყო ამ პროცესში,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროგრამების მენეჯერმა სოფო ვერძეულმა.

 

 

 

დღის ამბები