ზაზა ართმელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ქობულეთში მორიგი აქცია გაიმართა.
შეკრებილები სასტუმრო არმაზის მეპატრონეს უკანონო პატიმარს უწოდებენ და უნდობლობას პროკურატურასა და სასამართლოს უცხადებენ.
ართმელიძისთვის სოლიდარობის გამოსახატად დღეს ქობულეთის მოსახლეობაც შეიკრიბა და საქმის ობიექტურად გამოძიება მოითხოვა. ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრები მეოთხე დღეა შიმშილობენ. ისინი თბილისში ჩასვლას და შიმშილობის მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელებას გეგმავენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხაძარს ე.წ. "ხასანას სასტუმროში" სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.