20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"რუსთავის წყლის" მენეჯმენტი სემეკ-ის მიერ დადგენილ შემცირებულ ტარიფებს არ ეთანხმება

კომპანია რუსთავის წყლის მენეჯმენტი არ ეთანხმება სემეკ-ის მიერ დღევანდელ სხდომაზე დადგენილ ახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი.

"სემე-კის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად „რუსთავის წყალი“ წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

"კომპანია რუსთავის წყალი ზრუნავს თავისი მომხმარებლის ინტერესებზე, არ ეთანხმება სემეკის გადაწყვეტილებას და მას სასამართლოში გაასაჩივრებს,“ - ამბობენ კომპანიაში.

კომპანია რუსთავის წყლის მრიცხველის არმქონე აბონენტებსა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს წყლის ტარიფი შეუმცირდათ. გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, კი წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა.

 

 

 

 

დღის ამბები