საქართველოს საჰაერო უსაფრთხოება ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა და უკრაინული წარმოების შეიარაღებაზეა დამოკიდებული.
რამდენიმე წლის წინ შეძენილი საჰაერო სივრცე ფრანგული ორმაგი სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების რადარებით და ებრაული წარმოების სისტემით გაძლიერდა, თუმცა ისინი მთელ ქვეყანას ვერ ფარავს.
ამ მონაცემების ფონზე გენშტაბში აცხადებენ, რომ სირიის კრიზისის ფონზე, რუსული თვითმფრინავების შესაძლო პროვოკაციისგან საჰაერო სივრცე დაცულია.
საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებისთვის თინა ხიდაშელმა უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას საფრანგეთიდან სისტემების ყიდვის შესახებ, თუმცა ამ ხელშეკრულების განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, რაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კითხვებს უჩენს.
საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ამოქმედების დაჩქარებას კი ითხოვენ ნაციონალური მოძრაობაშიც. პრობლემებს ამ მიმართულებით ვერ ხედავენ უმრავლესობაში.
ავტორები: დავით კაკულია, ანა წერეთელი, დათო მაისირაძე, ვახო ბუნტური.