20 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
არაბული კომპანია ტაბახმელაში მშენებლობას იწყებს, მერიაში და ეკონომიკის სამინისტროში კი ინფორმაცია არ აქვთ

კურიერის გადამღები ჯგუფი ტაბახმელაში იმ ადგილის მოძებნას შეეცადა, რომელიც მხოლოდ ფოტოებით არის ცნობილი და სადაც  უახლოეს მომავალში მრავალფუნქციური და ფართომასშტაბიანი მშენებლობაა დაგეგმილი.

კომპლექსის შესახებ ინფორმაცია კომპანია გრინ ველის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ცნობილი დღეს გახდა.

არაბული კომპანია ტაბახმელაში 88 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე საცხოვრებელი კომპლექსისა და რეზიდენციების აშენდებას გეგმავს.

დაგეგმილი მშენებელობის მასშტაბურობის მიუხედავად, არაბი ინვესტორების დაინტერესების შესახებ არაფერი იციან თბილისის მერიაში, სადაც ქალაქის ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცეს. 

პროექტის დეტალებს არ იცნობენ ეკონომიკის სამინისტროშიც, სადაც კომენტარის გაკეთებაზე თავდაპირველად საერთოდ უარს ამბობდნენ. უწყებაში განმარეტებები მხოლოდ მაშინ გააკეთეს, როდესაც მათ კურიერის ჟურნალისტმა, 6 ნოემბერს არაბი ინვესტორებისა და ეკონიმიკის მინისტრს შორის გამართული, შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათები მიაწოდა.

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

დღის ამბები