პროფესორ მარიამ გერსამიას თანამდებობის დატოვების მიზეზი შესაძლოა მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსები გახდეს.
გერსამია ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამას ხელმძღვანელობს. ის აცხადებს, რომ პროგრამის ხელმძღვანელობიდან მისი ჩამოშორება ფაკულტეტის დეკანისა და რამდენმე პროფესორის ინტერესებში შედის.
მარიამ გერსამიას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებთან დაკავშირებით, დეკანატის წევრების გაღიზინებას ადასტურებენ უნივერსიტეტის სხვა პროფესორებიც.
პროფესორების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დაპირიპირების ფონზე, აკრედიტაციის პროცუდერების გავლა პროგრამამ ვერ შეძლოს.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე, ედო თათელიშვილი.